Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, ასევე, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის პორტოს უნივერსიტეტში, მინიოს უნივერსიტეტში, ავეიროს უნივერსიტეტში და ტრაზ-უჟ-მონტიშისა და ალტუ-დორუს უნივერისტეტში (პორტუგალია) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული MIND კრედიტ-მობილობის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

 

1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის კადემიური პერსონალის წარმომადგენლებს

2. ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს შემდეგი ცენტრალური თუ საფაკულტეტო ერთეულებიდან:

•   პერსონალის მართვა;

•   საგარეო ურთიერთობები;

•   ბიბლიოთეკა;

•   სასწავლო პროცესის მართვა;

•   საზოგადოებასთან ურთიერთობა;

•   ხარისხის უზრუნველყოფა;

•   ფინანსების მართვა. 

 

3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იმყოფებიან:

  • ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრში;
  • მაგისტრატურის საფეხურის პირველ და მეორე სემესტრში;
  • დოქტორანტურის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სემესტრი, რომელშიც გეგმავთ მობილობის განხორციელებას არ უნდა იყოს: დამამთავრებელი/ხარისხის მიმნიჭებელი

 

სტიპენდიის ხანგრძლივობა:  

  1. პერსონალი: 5 სამუშაო დღე + 2 მგზავრობის დღე 
  2. სტუდენტები: 5 თვე

 

სტიპენდია მოიცავს: 

  1. პერსონალისათვის:  170 ევრო დღიური სტიპენდია + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება + საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევის დაფინანსება
  2. სტუდენტებისათვის: ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება + საერთაშორისო დაზღვევის დაფინანსება 

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები!
 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

  • შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

1. სტუდენტების შემთხვევაში:

  • ფოტო;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (FCE, IELTS, TOEFL - მინიმუმ B2 დონე, აღებული უკანასკნელი 6 წლის მანძილზე) ან თსუ-ს მიერ 2025 წლის 7 მარტს ან/და 2025 წლის 1 ოქტომბერს ორგანიზებული ინსტიტუციური ენის ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა);
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში);
  • მასპინძელ უნივერსიტეტში ასარჩევი საგნების ჩამონათვალი (გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ ონლაინ აპლიკაციაში მოცემული ფორმა);
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (Support Letter; ინგლისურ ენაზე, პროფესორის ხელმოწერითა და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);
  • ნაკლები შესაძლებლობების სტატუსის არსებობის დამადასტურებელი ცნობა (სტატუსი უნდა დასტურდებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობით);
  • ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის);
  • მაგისტრის დიპლომი და დიპლომის დანართი (სავალდებულოა, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის);

 

2. პერსონალის შემთხვევაში:

  •  ფოტო;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა პერსონალის მართვის სამსახურიდან სამუშაოს მოკლე აღწერილობით (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული);
  • უცხო ენის (ინგლისური ან პორტუგალიური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მხარდაჭერის წერილი მშობლიური უნივერსიტეტიდან (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და
  • ბეჭდით დამოწმებული);
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში);
  • სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე, ავსებთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაში);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

განაცხადების მიღება იწარმოებს:  2026 წლის 10 აპრილის ჩათვლით შემდეგი ვებ-გვერდის საშუალებით: https://mindicm25.up.pt/

არასრული ან/და დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!!!

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში:

  1. ხშირად დასმული კითხვები 
  2. განაცხადის გაკეთების სახელმძღვანელო

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge